ცოტა რამ ბედნიერებაზე

მუდამ ვცდილობ, რომ არაფერი კარგი და საინტერესო არ გამომრჩეს. იმდენად ვცდილობ, რომ მგონი ეს ერთგვარ ცხოვრებისეულ დევიზადაც კი მექცა. ზუსტად ამიტომ გამოვიწერე თავის დროზე ACT–ის ყოველკვირეული ელ–გამოცემა „იცნობდეთ თქვენს მომხმარებელს“. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც ACT –საგან მივიღე მორიგი გზავნილი სახელწოდებით – „ბედნიერების განცდა“. სიმართლე გითხრათ, ამ კვლევამ განსაკუთრებით დამაინტერესა და ამასთან, რატომღაც სავალალო შედეგს მოველოდი. თუმცა, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა და აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა 15 % აცხადებდა, რომ ძალიან ბედნიერი იყო, ხოლო 56 % – საკმაოდ ბედნიერი. ძალიან გამიხარდა ასეთი შედეგი, რადგან ყოველთვის ვთვლიდი, ვთვლი და მუდამ ჩავთვლი, რომ ბედნიერების განცდა უზომოდ მნიშვნელოვანია ნებისმიერი წარმატების მისაღწევად.

ამის შემდეგ გავიდა მცირე ხანი და ამჯერად, უკვე ფორბსზე გადავაწყდი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყნების სიას. ამ სიის სათავეში, ალბათ იცით კიდეც, დანია, ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი და ნიდერლანდები დგანან. აი საქართველოს ნუ იკითხავთ. ჩვენ ზიმბაბვეს, ავღანეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად, მხოლოდ 115-ე ადგილი გვიკავია. წარმოიდგინეთ 115–ე!!! ასე გაქარწყლდა ჩემი ილუზია იმის შესახებ, რომ ქართველები ბედნიერები ვართ!
აქვე აღვნიშნავ, ამ სიისადმი მიღძვნილი ერთ–ერთი სტატიის ავტორი წერს, რომ სიის სათავეში მდგომი ქვეყნების ბედნიერებას უმეტესწილად მატერიალური შესაძლებლობები განსსაზღვარევენ. გულწრფელად გეტყვით, მართალია ამ განცხადებას ვეთანხმები, მაგრამ ის ჩემში გაღიზიანებასაც იწვევს. კი, ცხადია როდესაც ფინანსური პრობლემები ასე თუ ისე მოგვარებული გაქვს, ცხოვრება უფრო სასიამოვნო და ლამაზია, მაგრამ ნუთუ ეს ღირებულების მქონე ქაღალდები ყველაფერია? ბედნიერება ხომ სულ სხვა რამეა. ისევ და ისევ ჩემს საყვარელ ავტორს, დეილ კარნეგის დავესესხები და ვიტყვი, რომ „ ბედნიერებას გარეგანი ფაქტორები არ განაპირობებენ, ბედნიერება შინაგანი მოწესრიგებულების შედეგია … თუკი გინდა, რომ ბედნიერი იყო, პირველ რიგში უნდა დაირწმუნო თავი, რომ ბედნიერი ხარ.“ გარდა ამისა, თუკი თვალებს უფრო ფართოდ გავახელთ, აღმოვაჩენთ უამრავ რამეს, რის გამოც ძალიან ბედნიერი და მადლიერი უნდა ვიყოთ.
ჰოდა, მეც როდესაც რაიმე პრობლემას გადავაწყდები, ვცდილობ უფრო ფართო სურათს შევხედო და მაშინვე უკეთ ვგრძნობ თავს და ვხვდები, რომ ძალიან ბედნიერი ვარ რომ:

მაინტერესებს, თქვენ რატომ ხართ ბედნიერი?

სანამ კითხვაზე მიპასუხებდეთ ჩემი განწყობა წაიღეთ.

3 thoughts on “ცოტა რამ ბედნიერებაზე

  1. რატომ ვარ ბედნიერი? პირველ რიგში იმიტომ რომ ვარსებობ. სიცოცხლე ხო უდიდესი საჩუქარია ღვთისგან. მე ვფიქრობ რომ ბედნიერება არაა მატერიალურში. ეგ მხოლოდ მოჩვენებითია, ადამიანები ამით თავს ირწმუნებენ და იტყუებენ რომ ბედნიერები არიან. ჩემი აზრით ბედნიერება ბევრად უფრო ღრმა არის და ბევრად უფრო შინაგანია, ვიდრე ჩვენ გვგონია.

  2. მიხარია, რომ ბედნიერი ხარ🙂
    მეც ბედნიერი ვარ… და როცა ვხედავ გარშემო ყველა ბედნიერია, მაშინ ვარ ყველაზე ბედნიერი…🙂

    სამწუხაროდ, არაერთი უბედური ადამიანი მინახავს და ამიტომ უფლებაც არ მაქვს ბედნიერად არ ვიგრძნო თავი…
    და, კიდევ, თუნდაც სხვა ადამიანის ბედნიერების გამო მაინც უნდა ვიყოთ ბედნიერი…

    საერთოდ, მგონია, რომ თუ გინდა ბედნიერი იყო, ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის, თუნდაც საუკეთესოდ არ გამოვიდეს… უნდა სცადო მაინც, რომ მერე წლები რომ გავა, არ ინანო რომ რაღაც, სულ ცოტა მაინც არ გააკეთე ბედნიერებისთვის…
    უფ, მეტისმეტად დიდი კომენტარი კი გამომივიდა :)))

  3. მიყვარს ბედნიერება ტავისი არსებობით. და ის რომ საინტერესო თემაა მეორეხარისხოვანია, თუმცა ბედნიერების შესახებ არაერთხელ წამიკითხავს და ყველგან ის წერია რომ ” თუ გინდა ბედნიერი იყო – იყავი”.

    ყოველთვის მშურდა ოპტიმისტების, რომ შეეძლოთ მუდამ უკმაყოფილონი არ ყოფილიყვნენ და მაინც ჰქონოდატ მომავლის იმედი… მე კი ასე არ ვარ! მაგრამ იმდენად არ მიტყვარს ჩემი ეს თვისება და ვხვდები თუ რა ცუდია ნელ ნელა გამოვასწორე. ვიხსენებ რომ “მთავარია, ღიად გამოხატო მადლიერება, აღფრთოვანდე, დაკმაყოფილდე იმით, რაც გაქვს, გაიხარო იმით, როგორც ცხოვრობ.”

    მართალია ბედნიერებას მხოლოდ მაშნ ვაფასებთ როცა მას ვკარგავთ და მის თითოეულ ასპექტს მაგალითად ჯანმრთელობასა და მეგობრებს რომლებიც ერთად ბედნიერბაში გევხმარბეიან, მაგრამ მე მაინც ვთვლი რომ ებდნერი ადამიანი ვარ თუდნაც მიტომ რომ ვარსებობ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s