როდესაც შენი სამსახური გძაგს…


”თუკი ოფიციანტი ხარ, გააკეთე ყველაფერი იმისათვის, რომ რომ მსოფლიოში საუკეთესო ოფიციანტი გახდე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალი სამსახური უნდა ეძებო” –

ამოვიკითხე ერთ დროს ლი იაკოკას ავტობიოგრაფიაში. რა თქმა უნდა ვეთანხმები, ან რა უფლება მაქვს რომ არ დავეთანხმო ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მენეჯერს?! თუმცა, ჩვენს რეალობაში, განსაკუთრებით, როდესაც კარიერის ე.წ. აღმოჩენის სტადიაზე იმყოფები  უბრალო, უკვე აღარაფერი რომ არ ვთქვათ სპეციალობით სამსახურის შოვნა ძალიან რთულია. შესაბამისად,  ქუდის დახურვა და წასვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, დიდი შეცდომა იქნებოდა.

            მეორეს მხრივ, რა უნდა იყოს იმაზე უფრო საშინელი, როდესაც სამსახურში მისვლა გძაგს, შენი საქმე არ გაინტერესებს და უფროსი ნერვებს გიშლის! დამშვიდდით, ღრმად ამოისუნთქეთ. მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი არც ისე ცუდაა როგორც ეს ერთი შეხედვით გეჩვენებათ. ადრე დავწერე და ახლაც გავიმეორებ, რომ ყველა გამოუვალ სიტუაციაში სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობს. მთავარია, კარგად გავახილოთ თვალები…

            არსებობს რამოდენიმე ძირითადი მიზეზი, რომელთა გამოც სამსახურის შეცვლაზე ვიწყებთ ფიქრს.
          მეტის გაკეთება შეგიძლიათ? მესმის, მთელი ცხოვრება ჯენერალ მენეჯერობაზე ოცნებობდით, ახლა კი ისეთი საქმის კეთება გიწევთ, რომელიც ახლოსაც კი ვერ მივა სანატრელ სამსახურთან. ამიტომ ზიხართ მჟავე სახით თქვენს კომპიუტერთან, საკუთარი თავი გეცოდებათ და ყველას უბღვერთ გარშემო. გარწმუნებთ, თუ ასე გააგრძელებეთ ვერც ახალ სამსახურს იშოვით და შესაძლოა არსებული სამსახურიდანაც კი დაგითხოვონ.

 ამიტომ, აიყვანეთ თავი ხელში, გაიღიმეთ და მოქმედებაზე გადადით.  საქმეს შემოქმედებითად მიუდექით. ითამაშეთ საკუთარ თავთან. დაფიქრდით რა სარგებლის მოტანა შეუძლია არსებულ სამსახურს თქვენთვის. მაგალითად, თუკი ტელეფონით ხშირად გიწევთ საუბარი, შესაძლებელია საკუთარ მეტყველებაზე მუშაობა. თუკი სალაროში ზიხართ და გატარებებს აკეთებთ და პიარ მენეჯერობაზე ოცნებობთ, შეგიძლიათ საკუთარი თავი ასეთად წარმოიდგინოთ. მენდეთ, ასე მომხმარებლებიც კმაყოფილები დარჩებიან, ხელმძღვანელებიც და თქვენც კარგად გაერთობით.   ასევე შესაძლებელია, რომ თქვენი რომელიმე ნიჭი ან ინტერესი თქვენს საქმეში ჩართოთ. მაგალითისათვის, ერთხელ ერთ ადამიანს, რომელიც ბანკში გაყიდვების აგენტად მუშაობდა და მუდამ მისი სამსახურის უბადრუკობაზე წუწუნებდა, ვურჩიე მისი პაროდირების ნიჭი მომხმარებლების მოსაზიდად გამოეყენებინა. შედეგმაც არ დააყოვნა. იგი მეორე დღეს ბედნიერი დაბრუნდა. საქმე წინ წავიდა.

კარგი, გასაგებია. თქვენი საქმე მოგწონთ და გიყვართ, მაგრამ უფროსი საშინლად გაღიზიანებთ. დამშვიდდით. კარგად დააკვირდით თქვენს ხელმძღვანელს. ალბათ, თავადაც ხედავთ, რომ ის მონსტრი არაა. ისიც ჩვეულებრივი ადამიანია და მასაც აქვს თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეები. შეეცადეთ გაუგოთ მას. ამასთან, ჯერ არავინ იცის თქვენ როგორი უფროსი იქნებით. ამიტომ, კარგად შეისწავლეთ მისი შეცდომები და შეეცადეთ არ გაიმეოროთ ისინი თქვენი ხელმძღვანელობის დროს.

ამასთან, არავინ გაძალებთ სიცოცხლის ბოლომდე იყოთ არსებულ სამსახურში. გადახედეთ ვაკანსიების საიტებს. იქნებ თქვენი სანატრელი სამსახური უკვე გელოდებათ იქ?

 მესმის. ცხოვრება ისედაც მოკლეა, იმისათვის  რომ ვაკეთოთ ის რაც არ გვიყვარს ან უბრალოდ, არ გვსიმოვნებს, მაგრამ არაფრის მომტანი ჭორაობისა და წუწუნის ნაცვლად, ალბათ ისევ სჯობს რომ მეტი პოზიტივით შევხედოთ სიტუაციას.  შეეცადეთ დრო  თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. დახვეწეთ თქვენი უნარები. შეიძინეთ ახალი ცოდნა. აიმაღლეთ კვალიფიკაცია.

გადახედეთ თქვენს პრიორიტეტებს. იქნებ, საერთოდაც,  არასწორ გზაზე დგახართ და პროფესიული ბედნიერებისათვის სულ სხვა რამ გჭირდებათ?

10 thoughts on “როდესაც შენი სამსახური გძაგს…

  1. მშვენიერი რჩევებია, მაგრამ რეალობაში მაინც რთული განსახორციელებელი.

    მე მქონდა ესეთი საძულველი სამსახური. მძულდა იმიტომ, რომ უფროსი… უფრო სწორედ მისი ხელქვეითი, რომელიც უფროსის სახელით მოქმედებდა, მიმწარებდა არსებობას. არც კოლექტივი გამოირჩეოდა მეგობრულობით. ინტრიგები, ინტრიგები, ინტრიგები… რაც მე არ შემიძლია… ამიტომ, შენს მიერ ზემოთ აღნისნულ ორივე ნაბიჯს გადავახტი და 4 თვიანი წვალების მერე, ვიპოვე სხვა სამსახური, რომელიც პრესტიჟით ძალიან ჩამოუვარდებოდა ამ საძულველს, მაგრამ გავიქეცი და არც ვინანე.

    და ანუ ამხელა კომენტარის შესაჯამებლად მინდა დავამატო, რომ თუ სამსახურს/უფროსს ვერ შეეგუეთ მრავალი მცდელობის შემდეგ, აქტიურად ეძებეთ ახალი სამსახური პარალელურ რეჟიმში და მისი პოვნის შემდეგ, თქვენ გამოხვალთ გამარჯვებული🙂 … imho

    1. 13th,
      პირველ რიგში უღრმესი მადლობა კომენტარისათვის. გეთანხმები, რთული განსახორციელებელია, თუმცა სავსებით რეალური, რადგან საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.🙂

      ცხადია, ”სადაც არა სჯობს, გაცლა ჯობს” და ახალი სამსახური უნდა ვეძებოთ🙂

      ეს სტატია მხოლოდ იმაზეა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ ის დრო, რომელსაც არა-სასურველ სამსახურში ვატარებთ.🙂

      კიდევ ერთხელ, გმადლობ კომენტარისათვის:)

  2. როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა უნდა, მას აუცილებლად იღებს. წვრილმანებისაგან სიამოვნების/სარგებლის მიღება კარგია, თუმცა როდესაც საერთო ჯამში სიტუაცია არ ვარგა… დღის წესრიგში საერთოდ არ დგება ხოლმე ეგ საკითხი.

  3. gijmaj

    დიდი მადლობა კომენტარისათვის🙂 იცი, ხშირია შეთხვევა, როდესაც გვგონია, რომ ”სიტუაცია არ ვარგა” , მაგრამ როდესაც თვალებს ცოტა უფრო ფართოდ გავახელთ, ვხვდებით რომ ის არც ისე ცუდია.

    კიდევ, ხშირია შემთხვევები როდესაც ყველაფერს გარემო ფაქტორებს ვაბრალებთ, არადა საქმე ჩვენშია. ამის დანახვა ძალიან რთულია, თუმცა ხშირად ასეა…

    მენდე, მე მხოლოდ საკუთარი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ …

    თუმცა, ცხადია ყველა ადამიანს განსხვავებული გამოცდილება გააჩნია და არც ჩემი შემთხვევაა უნივერსალური.

    კიდევ ერთხელ დიდი მადლოაბა, რომ დრო დამითმე და ჩემი პოსტი წაიკითხე. ძალიან დიდი სტიმულია ჩემთვის.

  4. გეთანხმებით ძალიან ძნელია ისეთი სამსახური სადაც ან უფროსი არ ვარგა და სადაც ზოგადად ცუდი სიტუაციაა. მაგრამ ზოგჯერ სხვა გზა არაა, ზოგს ოჯახი აწევს ზურგზე და ასე შემდეგ… გამოსავალი არ აქვს. ყველას სასურველ სამსახურში მუშაობას გისურვებთ. დიდი იმედი მაქვს ცუდი უფროსი არ მეყოლება თორე შარში გავხვევ , გავუჩალიჩებ და საგადასახადოსთან შევუქმნი პრობლემებს. აუ რა ბოროტი ვარ !!! არა ნატალი ასეთი არ გეგონო ხო იცი ვხუმრობ :D:D:D

  5. mzeko,

    უღრმესი მადლობა კომენტარისათვის.🙂 თუმცა, გირჩევთ ნუ იქნებით ასეთი ემოციური. ეს ძალიან შეგიშლით ხელს როგორც ცხოვრებაში, ისე კარიერაში. შეეცადეთ თქვენი უფრო შეიბრალოთ და ნუ ჩაიდენთ ისეთ საქციელს, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ინანებთ🙂

  6. ზოგადი საუბარი ძალიან ძნელია ხოლმე, იმიტომ რომ ყველა სამსახურებრივი შემთხვევა განსხვავებულია. როცა იცი რა გინდა, მაშინ შედარებით იოლად ლაგდება სიტუაცია. როცა იცი, როგორ გარემოში გინდა მუშაობა, მაშინაც გაცილებით იოლია რაღაცეების დალაგება. ერთი ჩემი ყოფილი უფროსი ნეტარებდა, როცა ხელქვეითს უყვიროდა ხოლმე, ხანდახან აჯანჯღარებდა და ა.შ. მე კი ვერ ვიტან ოდნავ ხმის აწევასაც კი. ამიტომ 3 თვეც კი ვერ გავძელი და წამოვედი, მიუხედავად იმისა რომ იმ პერიოდში ფული ძალიან მჭირდებოდა.

    პ.ს. მაგრამ სიტუაციის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება… თუ გიღირს🙂

  7. ვიზიარებ ყველას მწუხარებას ვინც ვერ იტანს თავის სამსახურს🙂, მეზიზღება ჩემი სამსახური
    ვერ ვიტან …… არადა სხვაც არაფერი ჩანს
    ცხადია, ”სადაც არა სჯობს, გაცლა ჯობს” და ახალი სამსახური უნდა ვეძებოთ

    1. იცით, ერთი რჩევა მექნება ყველასთან. გასაგებია, რომ ხშირად არასაურველ საქმეს ვაკეთებთ, მაგრამ ნერვების წყვეტა მაინც არ ღირს🙂

      დრო მიდის და სანამ ახალ სამსახურს ვიპოვით, დროის უაზრო ფლანგვას ჯობს ისევ საკუთარი თავის განვითარებაზე ვიმუშავოთ, რადგან მომავალში კიდევ უფრო კარგი სამსახური ვიშოვოთ.

  8. არა, რა თქმა უნდა ის ხუმრობა იყო რაც ზემოთ დავწერე. გეთანხმები ნატალი საერთოდ ყოველთვის სჯობს სიმშვიდე შევინარჩუნოთ და რაც არ უნდა ცუდი უფროსი გვყავდეს ჩვენ ჩვენი საქმე მშვიდად ვაკეთოთ, ნერვებს არ ავყვეთ და უკეთესია თუ ხშირადაც გავუღიმებთ მას. ბოროტება ხო მხოლოდ სიყვარულით იკურნება🙂 წარმატებებს გისურვებთ ყველას🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s