ინგლისური და კომპიუტერი (ნაწილი 1)

ის რომ სწავლაში და განთალებაში გადახდილი თანხა საუკეთესო გრძელვადიანი ინვესტიციაა წარმატებულ და უზრუნველყოფილ მომავალში ყველამ უკვე კარგად ვიცით. თუმცა რამდენად მწარეც არ უნდა იყოს რეალობა ასეთი ინვესტიციების განხორცილება ყველას როდი შესწევს. არადა იმისათვის, რომ შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი იყო და სამსახური იშოვო, სულ მცირე, ერთი უცხო ენა და მასთან ერთად ძირითადი საოფისე პროგრამები უნდა იცოდე. თბილისში არსებული ინგლისურის შემსწავლელი კურსების საშუალო ღირებულება, დაახლოებით, 150 ლარს შეადგენს. დამეთანხმებით, რომ ეს არც თუ ისე პატარა თანხაა და სამწუხაროდ მას ყველა ვერ გაიღებს. სწორად ამიტომ მივესალმები თბილისის მერიის ახალ ინიციატივას ინგლისურისა და კომპიუტერის უფასო შემსაწავლელ კურსებთან დაკავშირებით და ყველას მოვუწოდებ მიიღონ მასში მონაწილეობა. მე კი, ჩემის მხრივ, მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ამ კეთილ საქმეში და მოგითხროთ იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება სრულიად უფასოდ შეისწავლოთ უცხო ენა და ის ძირითადი საოფისე პროგრამები, რომლებიც სამსახურის მოძიებაში შეგიწყობენ ხელს და წარმატებულ მომავალს დაგაახლოვებენ.

დამეთნხმებით, რომ ინტერნეტი ეს არის პასუხი ყველა კითხვაზე. მისი დახმარებით აღარაფერია შეუძლებელი. რადგან ჩემს ბლოგს კითხულობთ, ესე იგი, თქვენც უკვე ეზირეთ მე–20 საუკუნის ამ უდიდეს გამოგონებას. ამიტომ ჩემი რჩევებიც უმეტეს წილად ინტერნეტთან იქნება დაკავშირებული. იმისათვის რომ ინფორმაციულად ძალიან არ გადამეტვირთეთ, გადავწყვიტე სტატია ორ ნაწილად გამეყო. ამჯერად ინგლისური ენის შესწავლის საშუალებებზე მოგითხრობთ. კომპიუტერზე კი მეორე ნაწილში, დაახლოებით, ერთ კვირაში მექნება საუბარი.

და ტრადიციულად, მაშ ასე:

1. www.livemocha.com – ეს არის ერთ–ერთი ჩემი უსაყვარლესი საიტი. თავის დროზე დიდი აღმოჩენა იყო. იდეალურია დამწყებთათვის. მართალია ჩვენ აქცენტს ინგლისურ ენაზე ვაკეთებთ, მაგრამ აქ უამრავი ენის შესწავლა შეიძლება, მათ შორის, ჩინურის. ისწავლით წერას, კითხვას და ლაპარკსაც კი. ეს არის უცხო ენების შემსწავლელთა უზარმზარი კომუნა. საიტს გააჩნია მესენჯერი, ამიტომ თქვენს მიერ შესწავლილი თითოეული ახალი სიტყვა თუ ფრაზა პრაქტიკაშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაკვეთილები ძალიან სახალისო და აზარტულია. შესაბამისად, გადაღლილობის შეგრძნება სრულებით არ გეუფლებათ. მხოლოდ დარეგისტრირდით და უცხო ენის შესწავლა ისევე ჩაგითრევთ, როგორც რომელიმე აზარტული თამაში.

2. www.bbc.co.uk/worldservice/learningenglish/ – ასევე უზარმზარი ინფორმაციის წყაროა ინგლისური ენის შემსწავლელთათვის. აქ არის უამრავი საინტერესო სავარჯიშო და მოსასმენი მასალა. ამასთან ინფორმაცია მუდმივად განხლებადია, რაც ხელსაყრელ შესაძლებლობას განიჭებთ ენის სწრაფად დაუფლებაში.

3. www.britishcouncil.org/central.htm – ბრიტანეთის საბჭოს პროექტი. ეს ვებ–გვერდი ერთ–ერთ დასაქმების ვებ–გვერდზე აღმოვაჩინე და ვაღიარებ, რომ აღფრთოვანებული დავრჩი. თუკი ინგლისური ენის შესწავლა ნამდვილად გსურთ ჩაუჯექით ამ საიტს და გარწმუნებთ, შედეგი არ დააყოვნებს.

4. www.allmovies.ge – ამ საიტზე უამრავი ფილმი დევს ინგლისურ ენაზე. გადმოწერეთ ეს ფილმები და უყურეთ რაც შეიძლება ხშირად. თავიდან შესაძლოა ვერაფერს იგებდეთ, მაგრამ ყური თანდათანობით აუცილებლად შეეჩვევა და გარკვეულ პერიოდის გასვლის შემდეგ საკუთარ თავს დაიჭერთ იმაზე, რომ გარკვეული სიტყვები და ფრაზები უკვე გესმით და ცოტა ხანში მთავარი გმირების ინტონაციებითაც კი ალაპარაკდებით.

5. www.jango.com – ეს არის უფასო ინტერნეტ–რადიო, სადაც სადგურებს თქვენი გემოვნებისამებრ ირჩევთ. დარეგისტრირდით და ყოველთვის როდესაც საშუალება გექნებათ უსმინეთ მუსიკას ინგლისურ ენაზე. ამასთან, ჯანგოზე არის ერთი ჯადოსნური ღილაკი – lyrics – რომელზე დაჭერის შემთხვევაში იხსნება ფანჯარა იმ სიმღერის ტექსტით, რომელსაც კონკრეტულ მომენტში უსმენთ.
ასე ორ კურდღელს ერთდროულად დაიჭერთ. გაერთობით კიდეც და ენასაც შეისწავლით.

6. www.thefreedictionary.com ; www.translate.google.ge; www.targmne.com; www.translate.ge – თავისთავად ცხადია, რომ ინგლისური ენის შესწავლისას აუცილებლად დაგჭირდებათ ლექსიკონი. თქვენთვის ის ონლაინ ლექსიკონები ამოვარჩიე რომლებიც, ჩემი აზრით, ყველაზე მეტად გამოგადგებათ. მათი გამოყენება ძალიან მარტივია. ამიტომ, არა მგონია აქ რაიმე პრობლემა შეგექმნათ.

ესეც ასე. შევეცადე ამომერჩია ის ვებ–გვერდები, რომელთა მეშვეობითაც ინგლისურის შესწავლა არა თუ მოსაწყენი, არამედ პირიქით მაქსიმალურად სახალისო და საინტერესო იქნებოდა. როგორ გამომივიდა, ეს კვლავ და კვლავ თქვენი შესაფასებელია. მე მხოლოდ იმედს ვიტოვებ, რომ მცირედით მაინც დავეხმარე თუნდაც ერთ ადამიანს და წარმატებებს გისურვებთ ცხოვრებისეულ ასპარეზზე.

P.S. თუკი რაიმე სირთულეს გადააწყდებით, რომელიმე ვებ–გვერდზე რეგისტრაციისას ან რაიმე შეკითხვა დაგებადებათ, ნუ მოგერიდებათ და მომწერეთ: natalie.saginashvili@gmail.com დიდი სიამოვნებით გიპასუხებთ.

5 thoughts on “ინგლისური და კომპიუტერი (ნაწილი 1)

  1. მადლობა საინტერესო ბმულების და ინფორმაციისთვის🙂

  2. მადლობა, ქეთი, შენ რომ კითხულობ. ჩემთვის ეს უზარმაზარი სტიმულია.

    1. ნატალიიი, არ ვიცი როგორ შეიძლება მე ვიყო შენი სტიმული, მაგრამ მადლობა ამ სიტყვებისთვის : (hug)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s