დონალდ ტრამპი საქართველოში


როდესაც ასე 4 წლის წინ „ტრამპ–უნივერსიტის“ ვებინარებს ვუყურებდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი რომ გავიდოდა მცირე ხანი და ერთ მშვენიერ დილას, ჟურნალ „ფორბსის“,ტრადიციული კითხვისას გადავაწყდებოდი სტატიას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი თბილისსა და ბათუმში არც თუ მცირე ინვესტიციების ჩადებას აპირებს.


დიახ, დონალდ ტრამპი! არ მოგესმათ! მეც, მსუბუქად რომ ვთქვათ, შოკში ვიყავი. ძნელია გამოხატო სიხარული, რომელიც ამ აღმოჩენისას დამეუფლა. დონალდ ტრამპი ხომ ჩემთვის ყოველთვის ნამდვილი კუმირი და უზარმაზარი მოტივაციის წყარო იყო.

თუკი აქამდე არასოდეს გსმენიათ დონალდ ტრამპის შესახებ, გეტყვით რომ იგი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ბიზნესმენია მთელს მსოფლიოში. ამასთან, არაერთი ბესტსელერის ავტორია და თქვენ წარმოიდგინეთ ტელევიზიასთანაც მჭიდრო კავშირი აქვს. როგორი? გახსოვთ რეალითი შოუ „კანდიდატი“ რუსთავი 2–ზე რომ გადიოდა? აი ის, ლადო გურგენიძე რომ იყო წამყვანი და ლუკა ლომაიამ რომ მოიგო? ხომ, გახსოვთ? ეს შოუ ზუსტად ტრამპის The Apprentice –ის ანალოგია.

არა, უბრალოდ წარმოიდგინეთ. დონალდ ტრამპი Trump Organization–ისა და Trump Entertainment Resorts-ის პრეზიდენტი, კაცი რომელიც უძრავ ქონების სფეროში ერთ–ერთი უდიდესი ავტორიტეტია მსოფლიოში, მალე ჩვენც გვაჩუქებს თავისი გვარით დამშვენებულ ბიზნეს–ცენტრებს, სასტუმროებს, კაზინოებს და ვინ იცის, კიდევ რას.
დონალდ ტრამპმა ერთხელ თქვა:

“ცხოვრებაში ყველაფერი გამართლებაზეა.“

წარმოგიდგენიათ, როგორი იღბლიანები ვყოფილვართ?

იცით, ამ სტატიაში შეგნებულად არ დავიწყე ტრამპის ბიოგრაფიის მოყოლა. ვიკიპედიაში ისედაც ყველაფერი სრულად წერია. ამ ტექსტით, მხოლოდ, მინდოდა დამეფიქსირებინა ჩემი უდიდესი სიხარული. წარმოიდგინეთ, საქართველო მოექცა მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენის ყურადღების ცენტრში.

არ ვიცი თქვენთვის როგორ, მაგრამ ჩემთვის დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზეც მაღლა დგას. პრეზიდენტები იცვლებიან, ტრამპი კი ტრამპად რჩება.

4 thoughts on “დონალდ ტრამპი საქართველოში

  1. ვა. დონალდ ტრამპი თუ ნამდვილად ჩადებს ინვესტიციას, ეს ძალიან დიდი საქმეა. ეგ უსაფუძვლოდ ფულს არაფერში არ ჩადებს. და საფუძველი თუ აქვს, ავშენდით და ეგაა🙂

  2. ისე, Celebrity Apprentice-ში კი გააწვალა ხალხი =)) ვნახოთ, რას მოგვიტანს დონალდი და მისი მილიონები =))
    არ მიკვირს, რომ საქართველომ დააინტერესა. თუ გახსოვს, CNN-ზე კარგა ხანს გადიოდა საქართველოს, როგორც ბიზნესის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილის რეკლამა. დონალდის ადგილას, მეც დავინტერესდებოდი =))

  3. ჯერ ვნახოთ როგორ შემოვა და რა სფეროებში. წინასწარ ნაადრევი სიხარული არ ვარგა. საერთოდ შემოვა კი>? ყველაზე საინტერესოა რა სეგმენტით დაინტერესდება

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s