რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე (კაცები)

ლამაზი და დიდი კაბინეტი. საოცრად კომფორტული საოფისე სავარძელი. მდივანი – 90 – 60 – 90. ყველა პატივს გცემს და შენს აზრს ითვალისწინებს. ნამდვილი ნეტარებაა, არა?
თუმცა ჯერ ძალიან ადრეა. მართალია, ოცნება არ ვნებს ( мечтать не вредно), მაგრამ ჯობს მიწაზე დავეშვათ და რეალობას გავუსწოროთ თვალი. თქვენ, ჯერ მხოლოდ გასაუბრებაზე ხართ დაბარებული. წინ საკმაოდ რთული მისია გელით. თქვენი მომავალი, ხომ შეიძლება ამ ერთ გასაუბრებაზე იყოს დამოკიდებული. ამჯერად არ მოვყვები იმის შესახებ თუ რა უნდა თქვათ ან არ თქვათ ინტერვიუზე. მხოლოდ წმინდა ვიზუალურ მხარეზე მექნება საუბარი. მაშ ასე, როგორ უნდა გამოიყურებოდეს მამაკაცი სამსახურეობრივ გასაუბრებაზე.

1. გამორიცხეთ ჯინსები. ჯინსის მოყვარულთ მინდა, შეგახსენოთ, რომ ტანსაცმლის ეს სახეობა თავდაპირველად მუშებისათვის იყო შექმნილი და ის არანაირად არ უხდება საქმიან გარემოს. რა თქმა უნდა იმასაც გაააჩნია, თუ რა ვაკანსიაზე ან რა სახის ორგანიზაციაში გაქვთ შეტანილი განაცხადი. თუმცა, თუკი გასაუბრებაზე ბანკში, სადაზღვევო კომპანიაში ან ვთქვათ, რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციაში მიდიხართ, არჩევანი კლასიკურ ტანსაცმელზე უნდა შეაჩეროთ.
2. კოსტუმი. თავისთავად სასურველია, რომ კოსტუმი გეცვათ, თუმცა შესაძლებელია იგი კლასიკური სტილის ჟაკეტითაც ჩაანაცვლოთ. თუ ზაფხულის პერიოდია და „ბუღი ასდის ქალაქს“, თავისთავად ცხადია შეგიძლიათ მასაც აარიდოთ თავი.
3. პერანგი. ვერაფერი შეედრება კლასიკურ თეთრ პერანგს. ამასთან შავთან კომბინაციაში იგი უზადოდ მოქმედებს. თუმცა, შეგიძლიათ უფრო თბილ ტონალობებსაც მიმართოთ. მთავარია ძალიან არ გადააჭარბოთ და კაშკაშა სტაფილოსფერი ან წითელი პერანგით არ შეიმოსოთ. ამასთან, გაითვალისწინეთ რომ პერანგი ძალიან კარგად უნდა იყოს დაუთოებული.
4. ჰალსტუხი: გავიკეთოთ თუ არ გავიკეთოთ: საკითხავი ეს არის! პრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ მისი გაკეთება სავალდებულო არ არის, მაგრამ მაინც გირჩევდით მიმართოთ მას. ჩემი აზრით, ის ერთ–ერთი მთავარი ელემენტია საქმიანი ადამიანის იერში. გეთანხმებით, მისი გაკეთება არც თუ ისე მარტივია. ამიტომ შევარჩიე ვიდეო, რომელიც დაგეხმარებათ ამ „საოცრად რთული“ ხელობის დაუფლებაში.
5. სამკაულები. რაც ნაკლები იქნება, მით უკეთესი. აქვე, გთხოვთ, არანაირი პირსინგები! გაითვალისწინეთ, ერთმა პატარა საყურემ წარბში შეიძლება ოცნების სამსახური დაგაკარგვინოთ.
6 . ხელჩანთა. ხელის ჩემოდანი იდეალური დამატებაა საქმიანი იმიჯისათვის. თავისთავად ცხადია, მასში ყველა თქვენი დიპლომი, სერთიფიკატი, რეზიუმე და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტი უნდა იყოს მოთავსებული.
7. შორს ბოტასები და კეტები! მართალია, კეტებისა და კლასიკური კოსტუმის შეხამება რაღაც პერიოდი მედორიც კი იყო, მაგრამ ასეთ ექსპერიმენტებს სამსახურეობრივ გასაუბრებაზე ნამდვილად არ გირჩევთ.

შევეცადე ჩამომეყალიბებინა ის ძირითადი ელემენტები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ სამსახურეობრივ გასაუბრებაზე წასვლისას. გეთანხმებით, რომ ამ ყველაფერზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის რაც თავში გვიდევს. თუმცა, როდესაც უმაღლესი ახლახანს დაამთავრე და შრომის ბაზარზე ახალბედა ხარ, შენი შანსები უკვე ისედაც მცირდება, ამიტომ გარეგნობა უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. თანაც, თუკი ასეთი წვრილმანები დიდი კარიერული მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება, მგონი, ღირს მსხვერპლის გაღება, არა?

4 thoughts on “რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე (კაცები)

  1. კეტებისა და კლასიკური კოსტუმის შეხამება რაღაც პერიოდი მედორიც კი იყო

    ყველაფერი კარგი, ოღონდ ეგ კლასიკური კოსტიუმი არ იყო.
    მოდური იყო და არის ოფისებში სპორტული ფეხსაცმლის პიჯაკთან შეხამება, თავად მინახავს ეგეთი ხალხი განსაკუთრებით ამერიკაში.
    მაგრამ არასდროს – კოსტიუმთან.
    http://wp.me/pBTza-8v🙂

  2. ჰო, და რაც შეეხება ჯინსებს – მართალი ხარ, ჯინსი სარისკოა გასაუბრების დროს (განსაკუთრებით საფინანსო ორგანიზაციებში), მაგრამ ზოგადად საქმიან სტილს ის შეეფერება. ჯინსი კარგა ხანია ბიზნეს-სტილის და მაღალი მოდის ნაწილი გახდა.
    http://wp.me/pBTza-em

    არ შემეძლო ეს არ მეთქვა, რაკი საქმე ჩემს საყვარელ მატერიას ეხება🙂

  3. როცა ადამიანი კოსტუმში მიდიხარ გასაუბრებაზე შენ უკვე პრეტენზიით ხარ მისული … დამსაქმებელი როგორც წესი გასაუბრებაზე მოსულ ადამიანს არ აღიქვავს კომპანიის იმიჯად ის მას უყურებს პოტენციურ კოლეგად ამიტომ თავისუფალი ჩაცმით თავისუფალი საუბარი იწყება … ოფიციალურად ჩაცმული 20 წლის ლაწირაკი სასაცილოც კი არის . რაც ზემოთ არის ჩამომწკრივებული სრული “იდიოტიზმია”

  4. oniseus ,

    ძალიან დიდი მადლობა, რომ დრო გამომიყეთ და კომენტარი დამიტოვეთ.

    თქვენს აზრს პატივს ვცემ, ცხადია. თუმცა, მე განსხვავებული მოსაზრება მაქვს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s