საქმიანი პარტნიორი

მე ნატალი საგინაშვილი ჩამოვედი რა ჰარვარდის ბიზნეს სკოლიდან, უმალვე მიმიწვიეს სამუშაოდ მარკეტინგულ კომპანია Smart -ში. ამჟამად კი, ამ კომპანიის სახელით ჩემს პირველ საქმიან შეხვედრაზე მივემართები. მოლაპარაკება უნდა ვაწარმოო ARMANI SHOES CORPORATION თბილისის ფილიალის ხელმძღვანელთან გარკვეული მარკეტინგული მომსახურების გაწევის პირობებთან დაკავშირებით. შეხვედრა ARMANI SHOES CORPORATION –ის ოფისში უნდა გამართულიყო. წინასწარ გამაფრთხილეს, რომ ჩემი რესპოდენტი ინტრიგანი და პატივმოყვარე ადამიანი იქნებოდა და რომ მოულოდნელი შეკითხვებისათვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი. “სამკუთხედი” გამიელვა მოულოდნელად თავში. ცოტათი ავღელდი, მაგრამ გზას, როგორც ნამდვილ კვადრატს, შეეფერება მიზანმიმართულად შევუდექი …
როგორც იქნა, დანიშნულების ადგილამდეც მივედი. მისაღებში მდივანი დამხვდა, რომელმაც ცოტა ხნით დაცდა მთხოვა, რადგან ბატონ ლევანს თათბირი ჰქონოდა და ჯერ არ ეცალა. “ჰმ, ბატონ ლევანს ჯერ არ სცალია, როგორ არა! ალბათ ზის და გამწარებული ლობიანებს მიირთმევს” გაღიზიანებით გავიფიქრე და სავერძელში დავეშვი.
15 წუთი ლოდინის შემდეგ, ბატონმა ლევანიმ, როგორც იქნა, ჩემთვისაც მოიცალა. მდივანმა მთხოვა რომ კაბინეტში შევსულიყავი. ასეც მოვიქეცი. როდესაც კარები შევაღე, მოულოდნელად აღმოვაჩინე, რომ ბატონი ლევანი თურმე ჩემი ჯგუფელი ლევანი ჭკუასელი ყოფილიყო. იგი კიდევ უფრო კარგად გამოიყურებოდა. უფრო მეტად ელეგანტურად და მოდურად შემოსილი, ხოლო ფეხზე საკუთარი კომპანიის ფეხსაცმელი ეცვა. “საერთოდ არ შეცვლილა”, გავიფიქრე მე, “ისევ ისეთი სამკუთხედია”. ამას ისიც ადასტურებდა, რომ მისი კაბინეტი კედლის მოპირკეთებით დაწყებული სამუშაო ინვენტარით დამთავრებული მეტად ძვირადღირებული მასალებისაგან იყო დამზადებული. კედლებზე კი ნახევრად-ძვირფას ქვებით მოჭედილ, ძვირადღირებულ ჩარჩოებში ჩასმული სიგელები და სერთიფიკატები იყო გამოკრული. თითქოს ყვიროდნენ, “შეხედეთ რა მაგარი მფლობელი გვყავსო.” სიმართლე გითხრათ, ყველაფერი ეს მართლაც ძალიან შთამბეჭდავი იყო და თავში შემდეგმა აზრმა გამიელვა “როგორ გაიქაჩა!” ხმამაღლაც მინდოდა წარმომეთქვა, მაგრამ საბედნიეროდ გამახსენდა, რომ იქ საქმიანი წინადადებით ვიყავი მისული და ამიტომ საკუთარ თავზე აღებული როლი მკაცრად უნდა დამეცვა. შესაბამისად დაუშვებელი იყო ჟარგონები. მეც თავი შევიკავე და მხოლოდ მცირე კომპლიმენტით შემოვიფარგლე.
ლევანმა ყავა შემომთავაზა, მაგრამ მე ვიაუარე, რადგან მაქსიმალურად ვიყავი კონცენტრირებული საქმეზე და პირდაპირ მასზე გადასვლა მერჩივნა. ჩვენც მოლაპარაკებას შევუდექით. თავდაპირველად მას მივეცი საკუთარი მოსაზრების გამოთქმის საშუალება. მე კი შევეცადე მაქსიმაურად რეფლექსურად მომესმინა მისთვის. ყურადღების კონცენტრაციას მთლიანად ლევანიზე ვახდენდი. ვაჩვენებდი, რომ მე მესმის მისი, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნათქვამის ნახევარზე მეტი არაარსებითად მეჩვენებოდა. იგი აშკარად არღვევდა რაოდენობრივ და ურთიერთობის კატეგორიებს. მე, ჩემის მხრივ ვცდილობდი გაგებული აზრის დაზუსტებას. ბოლოში კი, მისი ნათქვამის პერეფრაზირება მოვახდინე. შეფასებებსა და რჩევებს რაც შეეხება, მათგან თავი შევიკავე, რადგან ერთ დროს უნივერსიტეტში მასწავლეს, რომ ისინი თავისუფალ აზრს ზღუდავენ.
როდესაც ჩემი რიგი დადგა, ჩვენი კომპანიის წინადადების შეთავაზებისას, კარგად ვიცოდი, თუ როგორი შედეგის მიღება მსურდა.Aამიტომ ვცდილობდი ჩემს ქცევაში მაქსიმალურად მოქნილი ვყოფილიყავი. დამეცვა ვერბალური კომუნიკაციის ოთხივე კატეგორია. ვიყავი ლაკონური და ორგანიზებული და არ ვუხვევდი მთავარ თემას. ასევე ვცდილობდი გამოყენებინა პარტნიორების ურთიერთქმედების ერთ-ერთი მეთოდი – დარწმუნება ანუ პიროვნების გონებაზე ინტელექტუალური ზეწოლა. მახსოვდა რომ, ფსიქოგეომეტრიული ტიპოლოგიის მიხედვით სამკუთხედია და ამიტომ, გამუდმებით ვუსვამდი ხაზს კარგ კავშირებსა და საიმედო მდგომარეობას. იმის გამო, რომ ვფლობ საკმარის სენსორულ გამოცდილებას, საუბრის პროცესშივე მივხვდი, რომ საჭირო პასუხს ვერ მივიღებდი, რადგან ლევანი არარეფლექსურად მისმენდა. უარესიც, იგი უკან გადახრილიყო, ზურგი შეექცია და თავის სიგელებს სიყვარულით შესცქეროდა. საბედნიოროდ, მისი მზერა დავიჭირე და მისი ინტელექტუალური განვითარების მიმართ კომპლიმენტები არ დავიშურე. ასევე, მისი პერანგის ქსოვილითაც დავინტერესდი. შედეგმა არ დააყოვნა. ლევანმა თვალებში ცქერა და რეფლექსური მოსმენა დაიწყო. იგი ჩემს მიმართ იყო ტაქტიანი, სულგრძელი, და თავმდაბალი (რაც მისთვის, როგორც წესი, დამახიათებელი არ იყო ხოლმე.)
საბედნიეროდ, მოლაპარაკება წარმატებული გამოდგა. კონტაქტი დამყარდა, სიტუაციაში ორივე მხარე გაერკვა, საკითხები განიხილა და გადაწყვეტილებაც მიღებულ იქნა. მე მივაღწიე ჩემს მიზანს და კონტაქტიდანაც კარგად გამოვედი.
ასე რომ, კომპანია ARMANI SHOES CORPORATION –ის რეკლამას კომპანია Smart გააკეთებს. ესეც ჩემი პირველი წარმატება ახალ სამსახურში.

პ.ს. ზემოთ მოცემული ტექსტი უნივერსიტეტში სწავლისას, ბიზნეს–კომუნიკაციების ლექტორის დავალებით, პიროვნების ფსიქო–გეომეტრიული და სხვა მაჩვენებლების გამოყენებით დავწერე. ამას წინათ, შემთხვევით გადავაწყდი და ძალიან სასაცილო მომეჩვენა. იმედია, თქვენც იხალისეთ!

7 thoughts on “საქმიანი პარტნიორი

  1. მომეწონა!🙂
    სანამ ბოლო აბზაცი არ წავიკითხე, მეგონა რეალურ ამბავს ყვებოდი🙂

  2. მართლა არსებობს ხალხი, ვინც ასე უდგება საქმიან პარტნიორთან საუბარს??:):):) არ ვიცი, შემეცოდოს თუ შემშურდეს :):):):):):)

    1. გმადლობ კომენტარისათვის.🙂

      ეს ტექსტი, ალბათ თვითონაც მიხვდებოდი არ იყო რეალური. თუმცა, მინდა გითხრა რომ არსებობს ბევრი ასპექტი, რომლის გამოყენებაც არსებითი შედეგის მომტანია. მერწმუნე😉

  3. კი ნატალი გეთანხმები, მართლაც ასეა:) ისე კი კაი იყო ქალბატონ ლიკას ლექციები, არა? ბევრი საინტერესო და სასარგებლო რამ გვასწავლა🙂

  4. ჰმ, ბატონ ლევანს ჯერ არ სცალია, როგორ არა! ალბათ ზის და გამწარებული ლობიანებს მიირთმევს” ასეც ხდებახოლმე :))

  5. ვაიმე რა კარგი გოგო ხარ :):):)… იგივე დავალება მომცეს მეც და შენი გამოგონილი ამბავი ძანიალ დამეხმარა… შენ ნაწილობრივ სამკუთხედიც ხარ ნატა… არა?

  6. თენგო ,

    გამარჯობა. მიხარია, რომ დაგეხმარეთ.სიმართლე გითხრათ, უფრო კვადრატი მგონია თავი.🙂 საინტერესოა, რატომ ფიქრობთ, რომ სამკუთხედი ვარ?🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s