რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე

ვადგენთ CV–ის, ვწერთ სამოტვაციო წერილს, ვაგზავნით განსაზღვრულ ელექრონულ მისამართზე. შემდეგ კი ნამდვილი ღამის კოშმარი იწყება. ველოდებით, ისევ ველოდებით, კვლავ ველოდებით. ო, ღმერთო, რამდენს ველოდებით! თუმცა, საბედნიეროდ, ლოდინი ხშირად არც თუ უსაფუძვლო აღმოჩნდება ხოლმე და ერთ მშვენიერ დღესაც მობილური ტელეფონის ეკრანზე ბევრისათვის საოცნებო ექვსი ოთხიანი შეიძლება მხიაარულად ამონათდეს. მაშ ასე, თქვენ გასაუბრებაზე გიბარებენ. რა ხდება შემდეგ? უმალვე ოცნების კოშკებს ვაგებთ და უკვე თვალწინ გვიდგას ჩვენი ზეაღმავალი კარიერა. ამასთან, გული სიხარულით კრთის და ერთი სული გვაქვს ყველა მეგობარს შევატყობინოთ ახალი ამბავი. მოკლედ, ყველაფერი კარგად და შესანიშნავად იქნებოდა, რომ მოულედნელად ამდენი ფიქრებისა და ოცნებების კორიანტელში ერთ საზარელ აზრს არ გაეელვა: „რა ჩავიცვა?“ ბევრი ამ კითხვამ შეიძლება პანიკაშიც კი ჩააგდოს. მით უფრო, თუკი ეს პირველი გასაუბრებაა ცხოვრებაში. თუმცა, ნუ ჩქარობთ! სანამ მთელი თქვენი გარდერობის მოსინჯვას დაიწყებდეთ, გადახედეთ იმ რამოდენიმე რჩევას, რომლებიც საგანგებოდ ქვენთვის მოვამზადე.

მაშ ასე.

1. არავითარი ჯინსები. რა თქმა უნდა, თუკი თქვენ განაცხადი ძიძის ან ანიმატორის ვაკანსიაზე გაქვთ შეტანილი, ჯინსის შარვალი შესაძლოა ძალიან აქტუალურიც კი იყოს. მაგრამ, თუკი გასაუბრებაზე საქმიან ოფისში მიდიხართ, თავი შეიკავეთ ამგვარი ჩაცმულობისაგან. ეს თქვენს თქვენს შესახებ არასერიოზულ შთაბეჭდილებას შექმნის. ოპტიმალური ვარიატი იქნება სადა ფერის კოსტუმი და შარვალი ან კოსტუმი და ქვედაბოლო. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ ქვედაბოლო ოდნავ უნდა ფარავდეს მუხლს. მეტისმეტად მოკლე და გრძელი ქვედაბოლოებისაგან თავი შეიკავეთ. თუკი უპირატესობას შარვალს ანიჭებთ, გთხოვთ, ნუ იქნება ის ლეგინსებივით შემოჭერილი.
2. არანაირი სანდალები და კეტები. აღნიშნული ტიპის ფეხსაცმელი შეიძლება ძალიან კომფორტული და მოხერხებული იყოს, მაგრამ ის არანაირად არ შეეფერება საქმიან შეხვედრებსა და გასაუბრებებს. ფეხსაცმელი უნდა იყოს კლასიკური, სადა და დახურული. ამასთან, მართალია ბევრისთვის (მათ შორის ჩემთვისაც) მაღალ–ქუსლიანი ფეხსაცმელი ნამდვილის სისუსტეა, მაგრამ ე.წ. „შპილკები“ აქ არ გამოგადგებათ. საუკეთესო ვარიანტია 5–6 სმ ქუსლიანი ფეხსაცმელი.
3. ფრჩხილები, ფრჩხილები, ფრჩხილები. არაფერი არ ამშვენებს ქალს ისე, როგორც მოვლილი ხელი. ამასთან, ის ყოველთვის იპყრობს ყურადღებას. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ მიმართოთ წითელ, შავ, იასამნისფერ და სხვა მუქი ფერის ფრჩხილის ლაკს. უმჯობესია, უფრო ღია და ნაზ ფერზე შეაჩეროთ არჩევანი. ამასთან, ფრჩხილის სიგრძე უნდა იყოს საშუალო ზომის. მეტისმეტად გრძელი ფრჩხილები კვლავ და კვლავ არასერიოზულ შთაბეჭდილებას შექმნიან ჩვენზე.
4. კოსმეტიკა. რაც არ უნდა გიხდებოდეთ წითელი ფერის პომადა და იასამნისფერი ფერის ჩრდილები, გასაუბრებისათვის ეს მეტისმეტია. ამის ნაცვლად, უფრო ბუნებრივ და ნეიტრალურ ფერებს მიმართეთ. ასევე, ნუ გამოიყენებთ ძალიან მკვეთრი სურნელის მქონე სუნამოებსაც.
5. სამკაულები. ასევე თავი შეიკავეთ მეტისმეტად დიდი ზომისა და მოცულობის სამკაულებისაგან. ერთი ბეჭედი, საათი და საშუალო ზომის საყურეები, ვფიქრობ, საკმარისი იქნება. როგორც სადღაც ამოვიკითხე, „ერთმა ცხვრის საყურემაც კი შესაძლოა ოცნების სამსახური დაგაკარგვინოთ.“
6. ვარცხნილობა. თმები უნდა იყოს მოწერსიგებული. თავი შეიკავეთ დიდი მოცულობის კულულებისაგან და ექსტრავაგანტული ვარცხნილობებისაგან.
7. ხელჩანთა. არანაირი ფერად–ფერადი, ჭრელი და გაურკვეველი ფორმის ჩანთები. ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი მცირე ზომის ხელის ჩემოდანია, თუმცა საშუალო ზომისა და კლასიკური ფორმის ჩანთაც გამოგადგებათ.

პირველი შთაბეჭდილება, როგორც ამბობენ, ხშირად განსაზღვრავს შედეგს. კარგია თუკი ეს შედეგი წარმატების მომტანი იქნება და წვრილმანები კი არ შეუშლიან , არამედ შეუწყობენ კიდეც ხელს ჩვენს შესახებ სწორი შეხედულების ჩამოყალიბებას და როდესაც თქვენს მობილურზე საოცნებო ციფრები მეორეჯერ ამონათდება, ღილაკზე დაჭერისას შემდეგ ფრაზას გაიგონებთ:

“დამატებით გასაუბრებაზე გიბარებთ”

3 thoughts on “რა ჩავიცვათ გასაუბრებაზე

  1. უფ არც მასეა საქმე … კიდევ ბევრი ნიუანსია , რომელსაც ვერ განსაზღვრავ წინასწარ.
    რა ხასიათზე იქნება გამსაუბრებელი , რამდენი გამსაუბრებელი გაგესაუბრება , რა თვალით შემოგხედავს და ა.შ🙂

    1. დიდი მადლობა კომენტარისათვის.🙂

      ცხადია, გეთანხმები კიდევ უამრავი ნიუანსია და არც ჩაცმულობაა ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში, მე მხოლოდ გარეგნულ იერზე გავამახვილე ყურადღება, რაც ალბათ დამეთანხმები, რომ
      გარკვეულ როლს თამაშობს🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s