გაიღიმეთ, მზის სინათლე სასარგებლოა თქვენი კბილებისათვის!!!

ეს ფრაზა, სამწუხაროდ, მე არ მეკუთვნის. თუმცა, ფაქტია რომ იგი ჭეშმარიტებას ღაღადებს. მზის სინათლე აუცილებელია იმისათვის, რომ კბილებში (ისევე, როგორც ძვლებში) წარმოიქმნას ვიტამინი D, რომელიც საშენი მასალის ფუნქციას ასრულებს. თუკი ზემოთ თქმულს ლოგიკურად მივყვებით, გამოდის რომ ჩვენ, ქართველები ყველაზე ნაკლებად ვზრუნავთ ჩვენს კბილებზე. ვუბღვერთ ოჯახის წევრებს, მეგობრებს, თანამშრომლებს, ქუჩაში გამვლელებს, გამყიდველებს და საკუთარ თავსაც კი ვუბღვერთ სარკეში.

არადა რატომ? ყველაფერი ხომ არც ისე ცუდად არის ხოლმე, როგორც ეს ჩვენი გამომეტყველებიდან ჩანს. და თუკი ცუდადაა ”ერთ პატარა ღიმილს ყველაზე მოღრუბლული დღის განათებაც კი შეუძლია” არა?

რამდენჯერ გამიგია, როგორ უთქვამთ ამა თუ იმ ადამიანზე, რომ თურმე მას გაღიმება ეზარება. ადრე მეც ხშირად ვიმეორებდი ამ ფრაზას. თუმცა, შემდეგ დავფიქრდი, თუკი მე მჭირდება ღიმილი, ყურადღება და კარგი მოპყრობა, რატომ არ უნდა ჭირდებოდეს ეს ყველაფერი სხვას? ამასთან, ერთი ღიმილი, ხომ მეორე ღიმილიდან გამომდინარეობს….


მე პირველი ნაბიჯი გადმოვდგი ….

6 thoughts on “გაიღიმეთ, მზის სინათლე სასარგებლოა თქვენი კბილებისათვის!!!

  1. არ ვჩანვარ, მაგრამ ყურებამდე ვარ გაღიმებული =) აჰა, უკვე რამდენს გადმოგვედო! წავალთ ახლა და სხვებსაც გადავდებთ =)

  2. კარგი იკნებოდა ხშირად გავიღიმოთ, ზოგჯერ ერთი გაღიმება საკმარისია რამდენიმე დაბღვერის გადასტანად, ხშირად გავუღიმოთ ერთმანეთს გულწრფელად :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s