მე მიყვარს ცხოვრება… შენ?

სამუშაო დავკარგე, ხელფასი შემიმცირეს, კონკურსში დავმარცხდი, მშობლებთან უთანხმოება მაქვს, გამოცდებზე ჩავიჭერი, მანქანა გასაყიდი გამიხდა ……

ცხოვრებისეულ გზაზე უამრავ პრობლემას, წინააღმდეგობასა თუ მარცხს ვაწყდებით. მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, პრობლემები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მუდამ ჩვენს გვერდით იქნებიან. ერთხელ ჩემმა თანამშრომელმა მითხრა: „როდესაც პრობლემები არ მაქვს, ვზივარ და ველოდები“. მართალია! პრობლემების გარეშე ცხოვრება ხომ უინტერესო იქნებოდა!

არა, თქვენ არასწორად გამიგეთ. პრობლემებისა და წინააღმდეგობების ძიებისკენ ნამდვილად არ მოგიწოდებთ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ თუკი პირველივე ბარიერის შემთხვევაში გული გაგვიტყდა, ხელი ავიღეთ და დეპრესიაში ჩავვარდით, ჩვენი გლობალური გეგმები, შორსმჭვრეტელი მიზნები და თვითონ ცხოვრება გვერდზე ჩაგვივლის. ხოდა, ერთხელაც ღრმა მოხუცებულობაში შვილიშვილებს ვეტყვით, რომ განსაზღვრული მოვლენები რომ არა თქვენ დღეს „დიდი ადამიანები“ ვიქნებოდით. და თქვენ ეს გინდათ? პირდაპირ გეტყვით, არა მგონია. არაფერს არ უნდა მივცეთ წარმატების მიღწევისათვის ხელის შეშლის უფლება. პირიქით, ყოველი დამარცხება უფრო მეტ ძალას უნდა გვაძლევდეს ჩვენი მიზნების მისაღწევად. რამდენჯერაც წავიქცევით, იმდენჯერ უნდა ავდგეთ და მეტი შემართებით წავიდეთ წინ.

ჩემი სიტყვების წამკითხავმა შეიძლება უნებურად გაიფიქროს: „ჰო, სათქმელად მარტივია“. შემდეგ კი ტელევიზორს ან რომელიმე სოციალურ ქსელს ჩაუჯდეს და გულის გამგმირავი მუსიკის ფონზე ე.წ. „დეპრესიას“ მიეცეს. გულწრფელად გეტყვით, ეს მეც ბევრჯერ გამიკეთებია. თუმცა, შემდეგ გავაცნობიერე, რომ ცხოვრება ისედაც მოკლეა და თუ გამოსავალის ძებნის ნაცვლად რაღაც სისულეებში დავხარჯე დრო, ერთი ჩვეულებრივი „უსახური“ ვყოფილვარ მეთქი. არადა, მე ხომ დიდი გეგმები მაქვს.
ალბათ გაგიგიათ, რომ ყოველი გამოუვალი სიტუაციიდან სულ მცირე ორი გამოსავალი არსებობსო. ორი არ ვიცი, მაგრამ ერთი გამოსავალის მოძბენაში პირადად მე დაგეხმარებით. მინდა გაგიზიაროთ ის მეთოდები, რომლებიც ყოველთვის მიწყობენ ხელს ენთუზიაზმის შენარჩუნებაში.

მაშ ასე:

1.ავიყვანოთ თავი ხელში.ერთმა ჩემმა უსაყვარლესმა ავტორმა ოდესღაც დაწერა: „ბედნიერებას გარეგანი ფაქტორები არ განაპირობებენ, ბედნიერება შინაგანი მოწესრიგებულობის შედეგია. იმისათვის რომ ბედნიერი იყო, პირველ რიგში, თავი უნდა დაირწმუნო რომ ბედნიერი ხარ.“ მართლაც, რაც არ უნდა დიდი წარუმატებლობა გვქონდეს ცხოვრებაში, ყველაზე მარტივი გამოსავალი ხელის ჩაქნევა და აპათიაა. დამერწმუნეთ, არ არსებობს დაუძლეველი პრობლემა. მთავარია განწყობა. მესმის, რომ შეიძლება ძალიან ცუდად იყოთ და გეგონოთ, რომ სულ მარტო დარჩით ამ ქვეყანაზე და რომ თქვენი არავის ესმის. ეს განცდა ყველას ჰქონია.

ძალიან გთხოვთ, ნურაფერს მისცემთ უფლებას ხელი აგაღებინოთ თქვენს გეგმებზე. პირიქით, მოიკრიბეთ ნებისყოფა (მესმის, რთულია) და შეეცადეთ, რომ ბედნიერად იგრძნოთ თავი; დაარწმუნეთ თავი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. თავიდან, ძალიან გაგიჭირდებათ. თუმცა, შემდეგ მართლაც კარგად იგრძნობთ თავს და ცხოვრებასაც, მომენტალურად, უფრო ნათელ ფერებში დაინახავთ.

2. ღიმილი. ეს არის ყველაზე მარტივი და ერთ–ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება ნებისმიერი სიძნელისას საკუთარი თავის თუ სხვისი გამხნევებისა. თავს ცუდად გრძნობთ? გგონიათ, რომ არაფერი გამოგდით? გაიღიმეთ. გაუღიმეთ ცხოვრებას! გაუღიმეთ მეგობრებს! გაუღიმეთ ოჯახის წევრებს! ბოლოს და ბოლოს, სარკესთან მიდით და საკუთარ თავს მაინც გაუღიმეთ! ღიმილს ყოველთვის უზარმაზარი დადებითი მუხტი მოყვება. თუკი გაღიმება შეძელით, ესე იგი თავს უკვე უკეთ გრძნობთ.

3. ვიფიქროთ სწორად. გაგიგიათ, რომ ფიქრს მიზიდულობის ძალა გააჩნია? დიახ, ეს ასეა. რასაც გავცემთ კოსმოსში ჩვენი ფიქრების სახით, ზუსტად ის გვიბრუნდება უკან. ამის შესახებ დოკუმენტური ფილმის არის გადაღებული – საიდუმლო.

უნდა შევეცადოთ, რომ მხოლოდ დადებითზე ვიფიქროთ. ნუ დააპროგრამებთ, საკუთარ თავს უარყოფითად! არასოდეს დაკვირვებიხართ, რომ თუკი ცუდს ელით, უმეტეს შემთხვევაში, ყოველთვის ცუდი ხდება და პირიქით? შესაბამისად, ფრთხილად უნდა ვიყოთ ჩვენს ფიქრებთან. ის რომ დღეს გამოცდაზე ჩაიჭერით, სულაც არ ნიშნავს სამყაროს დასასრულს და ძალიან გთხოვთ, ნუ მოიყვანთ მას ძალით.

4. გამოვნახოთ ახალი საქმე. თქვენს გარშემო უამრავი პრობლემაა? ბევრი გაქვთ სანერვიულო? კარგად მომისმინეთ: რა დროს ნერვიულობაა, როდესაც ცხოვრება წინ მიდის? არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემა და ადრე თუ გვიან ის მაინც მოგვარდება. თუკი ეს დრო ჩვენ ნერვების უაზრო შლაში დავკარგეთ, ჩვენს კოლეგებსა და თვითონ ცხოვრებას ბევრად ჩამოვრჩებით უკან. ნერვიულობით საქმეს მაინც არ ეშველება და დარდის გადასაყოლებლად საუკეთესო საშუალება კი ახალი, თქვენთვის საინტერესო საქმინობის წამოწყება იქნება. მაგალითად, დიდი ხანია რაც მენეჯმენტის სწავლა გინდათ და კურსებზე მისვლა სხვდასხვა მიზეზების გამო ვერ შეძელით? ისწავლეთ მენეჯმენტი ონლაინ რეჟიმში – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის უფასო ონლაინ კურსები. ლათინური ცეკვები გიზიდავთ, ჩაეწერეთ რომელიმე სტუდიაში. საბედნიეროდ, ამგვარი ორგანიზაციები მრავლადაა და საკმაოდ ხელმისაწვდომი. განიქარვეთ დარდი, ჩა– ჩა– ჩა–ს ცეკვისას. სხვა თუ არაფერი, საკუთარი ბლოგი შექმენით ბოლოს და ბოლოს. არჩევანი უკვე თქვენზეა. მთავარია, რაღაცაზე მაინც გადაიტანოთ ყურადღება.

5. გავაკეთოთ სიკეთე. ყოველთვის როდესაც თავს უბედურად და მარტოსულად გრძნობთ, გაიხსენეთ რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლოა თქვენზე ბევრად ცუდად იყვნენ. დაეხმარეთ მათ. მაგალითად, თუკი ხედავთ რომ მოხუცი ბებია ქუჩაში მოწყალებას ითხოვს და ამ დროს საშინელი სუსხი და სიცივეა, ნუ შემოიფარგლებით 10 თეთრით. უყიდეთ, მას ცხელი ხაჭაპური. ან თუკი სადმე ავტობუსში დაინახავთ წარწერას ავადმყოფი გოგონას გადარჩენის თაობაზე, ჩაურიცხეთ მას 1 ლარი მაინც. დამერწმუნეთ, გაწეული სიკეთე თავს ბევრად უკეთ გაგრძნობინებთ და შესაძლოა პატარა სიამაყეც კი დაგეუფლოთ საკუთარი თავის გამო.

ერთხელ ართურ რუბინშტეინმა თქვა: „გიყვარდეს ცხოვრება და ცხოვრებასაც ეყვარები.“ ამ პოლონელი პიანისტის სიტყვებში უზარმაზარი სიბრძნეა ჩადებული. ჩვენი ცხოვრებისეული წარმატება, ხომ, მხოლოდ საკუთარ თავზეა დამოკიდებული. როგორც ამბობენ, მთავარია განწყობა და ყველაფერი კარგად იქნება.

ძალიან შევეცადე გადმომეცა ის, რაც მე მუდამ ძალასა და შემართებას მმატებს ჩვენს ქაოსურ და გიჟურ ცხოვრებაში. იმედია, თქვენც დაგეხმარეთ და შემდეგში უკვე თქვენ დაუსვამთ სხვას ამ კითხვას:

მე მიყვარს ცხოვრება …. შენ?

3 thoughts on “მე მიყვარს ცხოვრება… შენ?

  1. nat shen ver warmoidgen am postma ra siamovneba momanicha ,problema romelic me maq da gamosaval ver vpoulob ukve 1 welia ,isev damapiqra am poroblemaze ,amjamad tu rogor gadavchra.advili martla ar ari magram mag gvtis daxmarebis imedic rom gonebas gaminatebs da damexmareba,albat dalian susuti var rom ver gadavcheri aqamde,da shen da sheni imedis momcemi postebi amashi me marto ki ara bevr adamian daapiqrebs da gadaachrevinebs tavis problemebs

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s