მოტივაციის ძალა

ცნობილი ფრანგი მწერლის ფრანსუაზა დე მოტევილეს (1621 – 1689) აზრით: “ჭეშმარიტი გზა თავის გაბედნიერებისა ეს საკუთარი სამუშაოს სიყვარული და ამ სამუშაოში სიამოვნების პოვნის უნარია”

მართლაც, თუკი ადამიანს საკუთარი საქმე არ უყვარს, იგი მას წარმატებით ვერ შეასრულებს. კონკრეტული მუშაკის წარუმატებელ საქმიანობას კი მთლიანი ორგანიზაციის წარუმატებლობაში შეაქვს წვლილი. და პირიქით, სათანადო მუშაკი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია ბიზნესში გამარჯვებისა.

ალბათ, სწორედ ამიტომ არის რომ თანამედროვე ორგანიზაციები საკუთარ საქმეზე შეყვარებულ თანამშრომლებს ეძებენ და ვაკანსიების განთავსებისას აპლიკანტებს ერთ-ერთ აუცილებელ პირობად თვით-მოტივირებულობას უყენებენ.

თვით-მოტივაცია ეს არის უნარი საკუთარი თავის მოტივირებისა და მიზანდასახულობა საქმის განხორცილებისას სხვა რომელიმე ადამიანის გავლენის გარეშე.

თუმცა, გამოკვლევებმა უჩვენეს რომ მუშაკი მაქსიმალურად მოტივირებული სამსახურში აყვანიდან სამი თვის განმავლობაშია. შემდეგ კი, თუკი არ არსებობს რიგი წამახალისებელი ფაქტორები მას ეს მოტივაცია უქვეითდება. სწორედ აქ დგება მწვავე საკითხი კონკრეტული ადამიანის, ხშირად კი მთელი დეპარტამენტის საჭიროებისა, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს პერსონალის მოტივაციის თუ თვით-მოტივაციის გაღვივებას და ამ მოტივაციას კომპანიის მიზნების განხორციელებისაკენ წარმართავს.

სწორედ  HR მენეჯერის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს პერსონალის მოტივაცია, რაც, სამწუხაროდ ხშირად უგულებელყოფილია. მმართველობით პერსონალს ავიწყდება, რომ მათი მთავარი აქტივი სწორედ რომ ადამიანია, რომელიც ქმნის იმ ფასეულობას, რომლის მეშვეობითაც ის იზიდავს მომხმარებლებს და საბოლოო ჯამში იღებს მოგებას, რაც თავის მხრივ, ბიზნესის განხორციელების მთავარ მიზანს წარმოადგენს.  ამასთან, რაც უფრო მოტივირებულია მუშაკი, მით უფრო წარმატებულია კომპანია.

რა განაპირობებს მოტივაციას პერსონალში?

ხელფასი – თავისთავად ცხადია, რომ შრომის ანაზღაურება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელობან როლს თამაშობს ხელქვეითის მოტივაციაში. ადამიანი უნდა გრძნობდეს, რომ მის შრომას და მონდომებას სათანადოდ აფასებენ და ეს ყველაზე კარგად ხელფასის ოდენობაში გამოიხატება.

შრომითი დავალებების განაწილება თანამშრომელთა კვალიფიკაციის შესაბამისად – თუკი ადამიანს არ მოსწონს მისი სამუშაო, მის მოტივირებას, უბრალოდ, არც კი ექნება აზრი. ამიტომ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ხელქვეითზე დაკისრებული მოვალეობა შეესაბამება მის კვალიფიკაციას და ინტერესს აღძრავს მასში.

კარიერული კიბე – რაც არ უნდა მაღალ-ანაზღაურებადი იყოს სამსახური, პროფესიონალთა უმეტესობისთვის იგი არა-მიმზიდველი იქნება, თუკი არ იარსებებს კარიერული და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა. ე.წ. Dead End Job–ის შემთხვევაში კი რომელ მოტივაციაზე შეიძლება საუბარი?

უკუკავშირი – ყოველ თანამშრომელს უნდა ჰქონდეს საშუალება მიიღოს მონაწილეობა კომპანიის მოღვაწეობაში და გამოხატოს აზრი მისი მისი საქმიანობის შესახებ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყოველი ხელქვეითი უნდა გრძნობდეს თავის, პიროვნულ მნიშვნელობას კომპანიის ფუნქციონირებაში.

სიტყვიერი წახალისება – შეიძლება არც კი დაიჯეროთ, მაგრამ სიტყვიერმა შექებამ შესაძლოა უფრო დიდი ეფექტი მოგიტანოთ, ვიდრე ანაზღაურების 50 %-იანმა ზრდამ. ხელქვეითმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ რას ფიქრობენ მასზე და მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხზე. თუკი მოგწონთ როგორ მუშაობს თქვენი თანამშრომელი, აუცილებლად უნდა შეაქოთ. ხოლო თუკი რაიმე პრეტენზია გაქვთ, აუცილებლად უთხარით, თუმცა აუცილებლად პირად საუბარში და არა საჯაროდ.
გამჭვირვალობა –  ყოველმა თანამშრომელმა  აუცილებლად უნდა იცოდეს თუ რას
ემსახურება კომპანია თუ ორგანიზაცია და როგორია მისი მიზნები, ამოცანები და მისია.

სამუშაო გარემო – ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა პირობებში უწევს ადამიანს მუშაობა. თუკი სუპერ-თანამედროვე საოფისე ავეჯის შეძენის საშუალება არ გაქვთ, თქვენი თანამშრომლები კომფორტული სავარძლებით მაინც უზრუნველყავით. დამერწმუნეთ, ერგონომიულ საოფისე სკამს ძალზედ დიდი ძალა აქვს.

მეგობრული ატმოსფერო –  ატმოსფერო და განწყობა კოლექტივში, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც მოტივაციაზე და საბოლოო ჯამში, შრომის პროდუქტიულობასა და მის შედეგებზე ახდენს გავლენას. ამიტომ ხელმძღვანელმა ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლებს შორის მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

პროფესიული განვითარება –   ნებისმიერი ადამიანისთვის, განსაკუთრებით ამბიციურისა და კარიერაზე ორიენტირებულისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია პროფესიული განვითარება და იმ ცოდნის მიღება, რომელიც მას მისი „გლობალური“ გეგმების განხორციელებაში დაეხმარება. შესაბამისად, ტრეინინგებიც ძალზედ მნიშვნელოვან მოტივატორს წარმოადგენენ ხელმძღვანელის ხელში.

სოციალური უზრუნველყოფა –  აქ შეიძლება ვიგულისხმოთ სამედიცინო დაზღვევა, საჩუქრები დღესასწაულებზე, სპორტულ–განმასაჯანსაღებელი დაწესებულებების აბონიმენტები და ა.შ. მინიმალური სოციალური უზრუნველყოფაც კი იწვევს თანამშრომელში მოტივაციას, რადგან ადამიანს უჩნდება სტაბილურობის შეგრძნება, რაც კეთილსინდისერი მუშაობისკენ უბიძგებს მას.

შევეცადე ჩამომეყალიბებინა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ჩემი ღრმა რწმენით და გამოცდილებით სამუშაო პერსონალში მოტივაციას იწვევენ. შეგიძლიათ ფანტაზიასაც მიმართოთ და განსხვავებული მოტივატორებიც გამოიყენოთ. ამის მაგალითად ჟურნალ FORTUNE–ის მიერ ჩატარებული კვლევა  მინდა მოვიყვანო. მაშ ასე …

ჟურნალ FORTUNEის გამოკვლევა

1998 წლიდან, ჟურნალი FORTUNE აქვეყნებს იმ 100 კომპანიის სიას, რომლებშიც მუშაობა ადამიანებს ყველაზე მეტად მოსწონთ. ალბათ გაინტერესებთ, თუ როგორ არჩევს აღნიშნული ჟურნალი კომპანიებს. მოგახსენებთ, რომ უპირველეს ყოვლისა ის იყენებს სპეციალურად შედგენილ კითხვარებს. 350 მუშაკი პასუხობს 57 კითხვას საკუთარი კომპანიის შესახებ. შემდეგ კი, FORTUNE აკვირდება ისეთ მახასიათებლებს, როგორებიცაა მაგალითად, ხელფასი, პრემიები და კომუნიკაცია მუშაკებსა და მენეჯმენტს შორის. გამოვლენილ ტოპ ასეულ კომპანიას ზოგიერთი რამ საერთო დანამდვილებით აქვთ: ყოველი მათგანი გასცემს კარგ ანაზღაურებას, აძლევს მუშაკებს გადაწყვეტილების მიღების საშუალებას და სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს. თუმცა, ამ კომპანიებს, როგორც წესი განსაკუთრებული წამახალისებელი აქციებიც გააჩნიათ. მაგალითად, J.M. Smucker , ხილის ჯემებისა და ჟელეების მწარმოებელი კომპანია თავის თანამშრომლებს ყოველდღიურად ურიგებს ნამცხვრებს საუზმეზე. Griffin Hospital -ის თანამშრომლები ყოველდღიურად უფასო მასაჟით საჩუქრდებიან. ასეულის სათავეში მდგომი კომპანია Wegmans Food Markets კი უშვებს თავის თანამშრომლებს ათ-დღიანი მოგზაურობით ბრიტანეთში, საფრანგეთსა ან იტალიაში მაგალითად, ყველის სახეობების შესასწავლად.

ყველა დროის ერთ–ერთმა ყველაზე დიდმა მენეჯერმა, ლი იაკოკამ ერთხელ განაცხადა:“მენეჯმენტი  სხვა არაფერია,თუ არა ადამიანების მოტივაცია“ ვფიქრობ, ამ ფრაზაში ყველაფერია ნათქვამი. ამიტომ, ჩემს თავს რაიმეს დამატების უფლებას ვეღარ მივცემ.

3 thoughts on “მოტივაციის ძალა

  1. natali cakitxulma dadebitad imokmeda. martlac chans rom optimisti adamiani xart.
    gansakutrebit siaxlesavit da saintereso is iko roca cert:”xelmdzgvanelma xeli unda sheuckos tanamshromlebs shoris megobruli urtiertobis chamokalibebas” – o. … arad pirikit ki xdeba xolme:-)…
    da kidev socialur uzrunvelkofastan dakavshirebit: “adamians stabilurobis shegrdzneba uchndeba-“o
    carmatebebs gisurvebt natali

  2. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სატატია იყო ნატალი.
    სამწუხაროა,რომ ამას მარტო მე ანუ თანამშრომელი ვკითხულობ და არა ჩემი ყოფილი უფროსები.უფროსებს ხშირად ავიწყდებათ,რომ ერთ დროს ისინიც თანამშრომლები იყვნენ და ზუსტად ისეთივე სურვილები და მოთხოვნები ქონდათ,თუ უფრო მეტი არა,როგორც მე.
    სამწუხაროა, როდესაც 21-ე საუკუნეში ისეთი ელემენტარული პირობებიც კი არ იქმნება თანამშრომლისთვის, როგორიცაა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემო ფიზიკური ,ზოგჯერ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით.
    იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში, მექნება ბედნიერება ვისარგებლო ყველა იმ ზემოთ ჩამოთვლილი წამახალისებელი ფაქტორებით ან უფრო უკეთესი მექნება შანსი თვითონ გავხდე თანამშომლებზე შესანიშნავი სამოტივაციო ღონისძიებების გამტარებელი უფროსი🙂

    1. ნინო,

      უღრმესი მადლობა კომენტარისათვის.

      დარწმუნებული ვარ, აუცილებლად გექნება ეს ბედნიერება🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s