როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?

by Natalie Saginashvili

ბევრჯერ მინახავს ვაკანსია რომელიმე დასაქმების ვებ–გვერდზე, გამხარებია და ჩამითვლია, რომ ეს ზუსტად ის არის რასაც ესოდენ დიდ ხანს ვეძებდი. მაგრამ … „ოღონდ, ეს არა! თურმე, სამოტივაციო წერილს თხოულობენ!“ გული დამწყვეტია და ხელიც ჩამიქნევია. ეს თქვენც ბევრჯერ მოგსვლიათ, ხომ? არადა, რატომ? სამოტივაციო წერილში ხომ არაფერია რთული და საშიში. ეს სულ რაღაც პატარა ტექსტია იმის შესახებ, თუ რატომ გვინდა კონკრეტულ კომპანიაში მუშაობა და მეტი არაფერი. ეს წერილი როგორც წესი ჩვენს რეზიუმეს ან CV-ის ახლავს თან და
იმისთვისაა საჭირო, რომ HR მენეჯერმა გაიგოს თუ რატომ გვინდა მოცემულ კომპანიაში მუშაობა და რამდენად სერიოზულია ჩვენი მისწრაფება.

გოეთემ ერთხელ თქვა: „რაც უფრო ბევრი სირთულეა, მით უფრო ახლოს ვართ მიზანთან“ . ხოდა, მეც ამ პრინციპით ვიხემძღვანელე, ნებისყოფა მოვიკრიბე და სამოტივაციო წერილის შედგენას შევუდექი. ცოტა ვიწვალე თუ ბევრი, გარკვეულ შედეგამდე მაინც მივედი. ახლა კი მინდა,რომ ჩემი შედეგი თქვენც გაგიზიაროთ

დავიწყოთ თავიდან.

1. სამოტივაციო წერილის დასაწყისში ვსვამთ თარიღს. მაგალითად 13/11/2009 ან 13.11.2009. ეს უკვე წვრილმანებია. მთავარია, თარიღი იყოს მოცემული.

2. მას შემდეგ რაც თარიღი ჩავსვით, დროა შემდეგ პუნქტზე გადავიდეთ.საჭიროა მივუთითოთ ჩვენი სახელი, გვარი და მისამართი. მაგალითად:

ნატალი საგინაშვილი
ვ. გაბაშვილის ქ. 3
თბილისი, 0162

3. ახლა უნდა მივუთითოთ იმ ადამიანის სახელი და მისამართი, ვის სახელზეც ვგზავნით სამოტიავაციო წერილს (თუკი არ ვიცით, თუ კონკრეტულად ვინ წაიკითხავს მას, შეგვიძლია ეს საფეხური გამოვტოვოთ) მაგალითად:

თამარ ჩუბინიძე
ქინძმარაულის ქ.5
თბილისი, 0145

4. შემდეგი საფეხური მისალმებას გულისხმობს. შეგვიძლია დავწეროთ:

მოგესალმებით

ან მარტივად

გამარჯობა

5. ყველაზე მარტივი საფეხურები უკვე გადავლახეთ. დროა ჩვენი სამოტივაციო წერილის ძირითად ნაწილზე გადავიდეთ. საქმე, უკვე, თვითონ წერილს ეხება. როგორც წესი, იგი სამი აბზაცისგან შედგება. შევეცდები აგიხსნათ თუ რა უნდა დაწეროთ თითოეულ მათგანში.
მაშ ასე, პირველ აბზაცში წარვადგენთ საკუთარ თავს და ვამხელთ, თუ რომელ თანამდებობაზე შეგვაქვს განაცხადი. ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს იმის მითითება, თუ სად ვიპოვეთ აღნიშნული ვაკანსია. კარგი იქნება, თუკი პატარა კვლევას ჩაატარებთ კომპანიაზე და შედეგს წერილში ჩართავთ. მაგალითად:

ძალიან გამიხარდა, როდესაც Jobs.ge –ზე სუპერმარკეტის მენეჯერის ვაკანსია აღმოვაჩინე „პოპული“–ში. თვქვენს კომპანიასთან ძალიან მჭიდრო კავშირი გამაჩნია, რადგან როგორც მომხმარებელს ყოველდღიურად მიწევს „პოპულის“ ერთ–ერთ სუპერმარკეტში სტუმრობა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი თქვენი პროდუქციის ხარისხითა და მომსახურების დონით. ახლა კი მეც მეძლევა შანსი თვითონ გავხდე კომპანიის გუნდის წევრი.

გადავდივართ მეორე აბზაცზე. აქ საუკუთესოდ უნდა წარვადგინოთ ჩვენი თავი და შესაძლებლობები. აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ჩვენი მიღწევები და ის თვისებები, რომლებიც, ჩვენი აზრით, სხვა აპლიკანტებისგან გამოგვარჩევს. მაგალითად,

რადგანაც „პოპული“ ყველაზე სწრაფად მზარდი სუპერმარკეტების ქსელია საქართველოში, ხოლო მისი ცნობადობა, ფაქტობრივად, 100 %–ია, მესმის რომ კომპეტენტური და პასუხისმგებლობის გრძნობიანი თანამშრომელი აუცილებლობას წარმოადგენს. ვთვლი,რომ მე ზუსტად ვაკმაყოფილებ ამ მოთხოვნებს, ამიტომ გთხოვთ, დამითმოთ დრო და თვალი გადაავლოთ ჩემს ძლიერ მხარეებს.

კარგი იქნება თუკი ძლიერი მხარეების ჩამონათვალს ე.წ. Bullet and Numbering- ით გამოჰყოფთ. ასე ისინი უფრო თვალშისაცემი იქნება. მაგალითად:

ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხი კავკასიის ბიზნეს სკოლიდან;

• მაღაზიის მენეჯერად მუშაობის 3–წლიანი გამოცდილება;

• საოფისე პროგრამების სრული პაკეტი;

• სამი უცხო ენა;

• კომუნიკაბელური და აქტიური;

• ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.


მესამე აბზაცს გამოსამშვიდობებელი აბზაცი დავარქვი. აქ უნდა დაწეროთ, თუ რა გინდათ რომ მოხდეს მას შემდეგ, რაც მენეჯერი წერილს წაიკითხავს და აუცილებლად უნდა გადაუხადოთ მადლობა დროის წართმევისთვის. მაგალითად:

მოხარული დავრჩებოდი, თუკი გასაუბრებაზე დამიბარებდით და მომცემდით შანს უკეთ ამეხსნა, თუ რა წვლილის შეტანა შემიძლია „პოპული–ს“ განვითარებაში. მეტი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დამირეკოთ ნომერზე 8 93 XX XX XX. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.

6. დადგა დამშვიდობების დრო. აქ შეგიძლიათ მარტივად დაწეროთ:

პატივისცემით

7. ხელმოწერა და სასურველია, ელექტრონული ფოსტის მისამართი. მაგალითად:

ნატალი საგინაშვილი

Natalie.Saginashvili@gmail.com

სულ ეს იყო. როგორც ხედავთ, აქ არაფერია რთული. მთავარია, ორი აუცილებელი პირობა გაითვალისწინოთ:
1. სამოტივაციო წერილი არ უნდა იყოს ერთ გვერდზე გრძელი;
2. ნუ შექმნით სამოტივაციო წერილის შაბლონს. შეეცადეთ, ყოველი წერილი თავიდან დაწეროთ.

როგორც ამბობენ, „ცდა ბედის მონახევრეა“. მეც ვცადე, რომ მაქსიმალურად მარტივად ამეხსნა სამოტივაციო წერილის შედგენის მეთოდიკა. თუ როგორ გამომივიდა ეს უკვე თქვენი შესაფასებელია. ჩემის მხრივ, ის–ღა დამრჩენია,რომ წარმატებები გისურვებთ თქვენი სამოტივაციო წერილის შედგენისას.

About these ads

40 Responses to “როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი?”

  1. აქ როგორც მე ვხვდები, ისეთი შემთხვევაა განხილული, როცა სამოტივაციო წერილი ერთადერთი დოკუმენტია, რომლითაც კანდიდატი შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს. რა ვუყოთ ისეთ შემთხვევას, როცა სამოტივაციო წერილი ბევრ სხვა დოკუმენტებს შორისაა ჩაკარგული?

    მაგალითად, ბანკის ერთერთ ვაკანსიას ჰქონდა შემდეგი დოკუმენტების გაგზავნის მოთხოვნა: სივი, სამოტივაციო წერილი და მათი შიდა განაცხადის ფორმა. ამასთან, განაცხადის ფორმაში იყო რამდენიმე სამოტივაციო ტიპის შეკითხვა და ფაქტიურად ყველა პუნქტი სივიდან. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ გასაუბრებისას მაინც სივის ხმარობდნენ, რაც კიდევ უფრო გაუგებარს ხდის განაცხადის ფორმის არსებობას.

    ასეთ დროს სამოტივაციო წერილი ვორდის/პედეეფის სახით არის მიმაგრებული და რეალურად არც ჭირდება ელ-ფოსტა/კოორდინატები. ეტყობა უბრალოდ ელოდებიან იმის ნახვას, “თავისუფალი თემის” წერა შეგიძლია თუ არა :))

  2. პირველ რიგში, გმადლობ კომენტარისთვის :)

    არა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სამოტივაციო წერილი სივის თან ერთვის და რომელსაც, წესით, პირველ რიგში, უნდა კითხულობდეს ადრესატი და რომელიც სურვილს უნდა უჩენდეს მას სივის გაცნობისათვის.

    რაც შეეხება იმ ბანკის შემთხვევას, დაგეთანხმები და ჩემთვისაც გაუგებარია თუ რატომ უნდა გავგზავნო სივი, თუ განაცხადის ფორმასაც მავსებინებენ. მგონი, თვითონაც არ იციან.:)

    იმაშიც დაგეთანხმები, რომ სამოტივაციო წერილი ხშირად უბრალო ფორმალობაა, მაგრამ რა ვქნათ რომ მაინც თხოულობენ :(

    • უბრალო ფორმალობები როგორ არ მიყვარს!!!! ტყუილად გახარჯვინებენ ასეთ ძვირფას და არასაკმარის დროს…

  3. აი ზუსტად როდესაც თხოულებდონენ სამოტივაციო წერილს, მე შენს რჩევებს ვიყენებდი, და დიდი მადლობა, რომ არსებობ და ასეთ შესანიშნავ სტატიებს რომ წერ :)))))

    • გმადლობ თამარ, ასტი სიტყვებისთვის და ძალიან მიხარია, თუკი მართლა გამოგადგა :)

  4. arasodes damiweria da sul mainteresbda

  5. მეც არასოდეს დამიწერია სამოტივაციო წერილი მაგრამ თუ დამჭირდა ამ სტატიის გამოყენებით დავწერ, აქ ყველაფერი კარგადაა თავმოყრილი :)

  6. მზეკ, შენ უკვე აღარ გჭირდება სამოტივაციო წერილი ;)

  7. დიდი იმედი მაქვს არც არასოდეს დამჭირდება :) :P

  8. ყოველთვის ვუბრუნდები ამ სტატიას :))) მოვტვინე ახლა და Bookmark-ებში დავიმატე ზუსტად ეს სტატა, თორემ ყოველთვის მჭირდება ამის ძებნა :)))) მადლობ, მადლობ, მადლობა რომ არსებობ!!! :*

  9. დიდი მადლობა, თამარ, ასეთი თბილი სიტყვებისათვის. ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ისინი :)

    • დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. ნამდვილად მაფერხებდა აქამდე სამოტივაციო წერილის მოთხოვნა. არ მესმოდა რატომ ითხოვენ, რადგან ერთადერთი რეალური მოტივაცია ხომ ისაა, რომ სამსახური გჭირდება და უმუშევრობა კი დღესდღეისობით დიდი სოციალური პრობლემაა. გამოდის, რომ უნდა წერო პატარა ტყუილები თუ როგორ გაინტერესებს მათთან მუშაობა. ისინი შეიძლება მართლაც საინტერესო და წარმატებული კომპანიის წარმომადგენლები არიან, მაგრამ მათთან მუშაობა არც არასდროს ყოფილა შენი ცხოვრების მიზანი.:) ვფიქრომ ეს სტატია ბევრს დაეთანხმება.

  10. სრულიად შემთხვევით მოგაგენით…. ლათინოამერიკული ცეკვები დავგუგლე და თქვენ აღმოგაჩინეთ რატომღაც :P
    ძალიანაც გამიხარდა… მეც უუუუდიდესი გამოცდილება მაქვს სივის და მოტივაციის წერილების “თითხვნის”… მიკვირს რომ ქართულ სამუშაოთა საძიებო საიტებზე ასეთი ინფორმაცია და რჩევები ფაქტიურად არ დევს. როგორც “კადრებს” ეზარება გრძელი რამე–რუმეების კითხვა ისე მომხმარებელს ვეფხისტყაოსნისხელა კომენტარების კითხვა. ასე რომ რამდენიმე კონკრეტული რჩევა:

    1. ნუ დაიბრალებთ იმას რაც არ ხართ და ვინც არ ხართ. უმჯობესია ზუსტად მიუთითოთ კვალიფიკაცია და გამოცდილება პატიოსნად ვიდრე შემდეგ პომიდორივით გაწითლდეთ და ბლუყუნი დაიწყოთ (ტყუილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თორემ გასაუბრებაზე ეს უმრავლესობას ემართება).
    2. თანამედროვე ევროპულ–ამერიკული სამოტივაციოები გაბერილია მაღალფარდოვანი შაბლონური ფრაზებით რომელთაც არათუ არ კითხულობენ, არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ნაგავში ყრიან. ამიტომ დაწერეთ თქვენი განათლების შესაბამისად და სხვისი წერილიდან copy+paste არ გააკეთოთ. სხვა სიტყვებით: თუ ინჟინრის სამუშაოზე შეგაქვთ განაცხადი თქვენი წერილი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამოტივაციოს არ უნდა გავდეს :P
    3. ნუ შეეცდებით დაარწმუნოთ დამქირავებელი რომ მხოლოდ იმიტომ გინდათ მათთან მუშაობის დაწყება რათა მათი კომპანიის აყვავებაში თქვენი პირადი წვლილი შეიტანოთ… მაინც არავინ დაგიჯერებთ…. ხაზი გაუსვით იმას რომ ეს თქვენთვისაა წინსვლის და განვითარების უნიკალური შანსი და ამიტომ მიმართეთ მათ, ანუ სხვა ყველა კომპანია ამის შესაძლებლობას არ იძლევა, შესაბამისად ისინი ბანძები არიან :)

    ახლა კი სავსებით სერიოზულად… ძალიან მეზარებოდა ამ ყველაფრის წერა მარა ნატალიმ ხომ გაცილებით ბევრი დაწერა რათა სხვებს ანგარების გარეშე დახმარებოდა…

    უდიდესი მადლობა ნატალი!!! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი!!!

    შემოგირბენთ ხოლმე და ჩემს ბრძნულ აზრებს კიდევ მოგაწვდით :)

    • მირიან, პირვე რიგში ძალიან მიხარია, რომ ჩემ ბლოგზე აღმოჩნდით :)

      ასევე უდიდესი მადლობა, რომ არ ასეთი საინტერერესო და სასარგებლო კომენტარი დამიტოვეთ.

      კიდევ ერთხელ ვიტყვი და ყოველი კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის.

      ყოველთვის სასურველი სტუმარი იქნებით ჩემს ბლოგზე :)

  11. ეს გასაგებია, მაგრამ როცა უნივერსიტეტი, ან საგანმანათლებლო პროგრამა (განსაკუთრებით უცოური) ითხოვს სამოტივაციო წერლის, იქ რა პრინციპით იწერება?

    • fircxo

      ძალიან დიდი მადლობა კომენტარისათვის. მეც ვფიქრობდი დამეწერა სტატიაზე თქვენს მიერ აღნიშნულ თემაზე. აუცილებლად დავწერ ამ დღეებში.

      რამოდენიმე დღეში მესტუმრეთ :) მეც ჩემის მხრივ მეილზე მოგწერთ, როგორც კი გამოვაქვეყნებ მას :)

  12. მოგესალმებით! უნდა შევავსო cv რომლის მეორე მხარეზე უნდა დავწერო სამოტივაციო წერილი, სადაც წერია ასეთი კითხვა: 1) რატომ გინდათ მუშაობის დაწყება ახალგაზრდობის ცენტრში? 2) რის გაკეთებას გეგმავთ მუშაობის დაწყების შემთხვევაში? თან უნდა დავწერო სამი სხვადასხვა ვარიანტი. დამეხმარებით?
    cv უნდა წარვადგინო იაპონიის მთავრობის მიერ დაფინანსებული და მსოფლი ბანკის მიერ მხარდაჭერილი ახალგაზრდობის განვითარების პროექტისთვის,რომელიც ზუგდიდში უნდა განხორციელდეს.

  13. გამარჯობა ნატალი. რომ იცოდე რამდენი ვიარე შენ რო მეპოვე :) მოკლედ ვაბარებ უნივერსიტეტში, სააფრანგეთში,აქ კიდე უარესადაა საქმე ყველგან სივი და მოტივაციის წერილი, ხო და 15 გვერდიანი დოსიე მაქ შესავსები :( უფრო სწორედ ერთი გვერდი დამრჩა და ამის ნიმუში შენთან ვიპოვე, მართლია ქართულად მაგრამ ის მაინც გავიგე რაზე უნდა ვილაპარაკო, ფრანგულ საიტებზე ნიმუში რო გადმოწერო ფასიანია :D და კარგი იქნებოდა თუ ფირცხოს აქ უპასუხებდი ან თუ მომწერ მაილზე უნივერსიტეტებისთვის მოტივაციის წერილის ნიმუშს. დიდი მადლობა წინასწარ.

  14. dzaan gamomadga didi madloba vinc es dawera gaixare ra

  15. ნატალი ძალიან მომეწონა თქვენი სტატიები, ძალიან კარგია რომ ეხმარებით ყველას გამართულად შეადგინონ წერილები
    მე კი ჩემი მხრიდან გპირდები რომ, მთელ ჩემს სამეგობროს ჩავრთავ ამ მიმოწერაში და ვეცდები უფრო საინტერესო და აქტიური გახდეს თქვენი ბლოგი

  16. როგორ მჭირდებოდით და გიპოვეთ კიდეც, :დ ათასი რჩევა წამიკითხავს მაგრამ, ეს ვფიქრობ მართლა გამომადგება, ყოველ შემთხვევაში კარგადაა განმარტებები გაკეთებული :)

  17. დიდი მადლობა ავტორო :) ძალიან დამეხმარა შენი რჩევები.პირველად დავწერე სამოტივაციო წერილი და ვფიქრობ კარგი გამომივიდა : )

  18. გამარჯობა, ერთი რამ მაინტერესებს, სამოტივაციო წერილი მაქვს დასაწერი, ოღონდ ეს არ არის არც ვაკანსიის და არც სტაჟირების, ტრენინგები, რომელიც ესპანეთში უნდა ჩატარდეს, ერთ ერთი ორგანიზაციიც მიერ, კონფლიქტების მოგვარების შესახებ, მარტო სმაოტივაციოს ითხოვენ. ასეთი სამოტივაციო როგორ შეიძლება დავწეროთ… ანუ აქ ალბათ არ გვჭირდება შესავლის გაკეთება თუ სად ვნახეთ განცახდება, რადგან ერთ ერთი ორგანიზაციის წევრი უნდა იყო მონაწილეობა რომ მიიღო… შემიძლია თუ არა აქ დავწერო რო. პირადად კონფლიქტის რეგიონიდან ვარ და ამიტომ მაინტერესებს. ან რა არგუმენტები უნდა მოვიყანო რომ დაინტერესდნენ.. ასეთი არ დამიწერიაა დაა ვეგარ ვხვდები..

    • გამარჯობა, ნინო. დაწერეთ ყველაფერი რაც თვლით რომ ასაბუთებს იმას რომ ღირსის ხართ ამ ტრეინინგზე მონაწილეობის :)

  19. ძალიან მიხარია რომ მსგავსი ბლოგი აღმოვაჩინე. მაინტერსებს ის რომ ტრენინგები გაქ გავლილი მოტივაციაში რა ფორმით უნდა დაიწეროს? უნდა ჩამოითვალოს თუ ზოგადად უნდა ისაუბრო ამ ტრენინგების მიერ მიღებულ შედეგებზე???

  20. დიდი მადლობა ავტორო ძალიან დამეხმარა შენი რჩევები.

  21. სად აღმოგაჩინე ნატალია :) <3 ზუსტად ზედგამოჭრილია ჩემთვის ახლა ეს,ასე დალაგებულად სამოტივაციო წერილი არ დამიწერია არასდროს,სულ აბდაუბდა ვწერ და ამიტომ არ მიმართლებს მგონი :) ბევრჯერ გამომიტოვებია კიდეც :) :*

  22. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან ბევრი რამ შევიტყვე და ბევრიც გამომადგა

  23. გამარჯობა, ძალიან გთხოვთ დამაწერინეთ სამოტივაციო წერილი ,გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი მაძლევს უნიკალურ შანსს გაიარო სამ თვიანი პრაქტიკული კურსი უნივერსიტეტის PR სამსახურში და დავხელოვნდე საზოგადოებასთან ურთიერთობის ტექნოლოგიებში.მე ვაკმაყოფილებ
    კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნებს რომლებიც არის შემდეგი:
    1. გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტის სტატუსი;
    2. კრეატიულობა;
    3. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    4. კონფიდენციალური ინფორმაციის მართვის უნარი;
    5. დეტალებისადმი ორიენტირებულობა;
    6. პუნქტუალობა;
    7. საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
    8. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
    9. შრომისმოყვარეობა;
    10 საკუთარ თავზე მუშაობის ინტერესი და პროფესიული განვითარებისადმი სწრაფვა;
    11. გუნდში მუშაობის უნარი.
    და როგორ შეიძლება რომ დავწერო? წერილში ძალიან გთხოვთ დამაწერინეთ. წინასწარ დიდი მადლობა.

  24. კარგი ბლოგია, გამოადგება ბევრს. მადლობა

  25. თუ შეიძლება დამეხმარეთ სამოტივაციო წერილის დაწერაში

  26. ხომ ვერ მეტყვი როგორ უნდა დავწერო სამოტივაციო წერილი როდესაც მოულოდნელად აღმოაჩენ, რომ შენს კუთვნილ სამუშაო ადგილზე სადაც უკვე ათი წელია მუშაობ,უცებ კონკურსია გამოცხადებული და სხვებთან ერთად თანაბარ უფლებებში მოგიწევს ბრძოლა .ანუ მადლობა გადავუხადო დამსაქმებელს უცებ ამდენი კონკურენტი რომ გამომიჩნდა თუ ის მოვუყვე რაც უკვე ისედაც იცის– როგორი თანამშრომელი ვარ. ზოგჯერ დამსაქმებელსაც თავისი ოფოფები ყავთ.

  27. დამეხმარეთ სამოტივაციო წერილის დაწერაში:(

  28. იმ კონკურსის დროს როდესაც ტარდება ტესტირება და ამით დგინდება კომპეტენტურობის ზღვარი და შემდეგ გასაუბრება სამოტივაციო წერილი და სარეკომენდაციო წერილი ზედ
    მეტად მიმაჩნია

Trackbacks

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 460 other followers